შეხვედრა თემის რწმუნებულებთან
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, დღეს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა და მოსახლეობის საჭიროებების უფრო ახლოს გაცნობა და შესწავლა სთხოვა.
მათ ,,გამოკითხვის ფურცლები“ გადასცა, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს სოფლის საჭიროებები და პრიორიტეტები წერილობით დააფიქსირონ.
,,გთხოვთ, გააგრძელოთ შეხვედრები მოსახლეობასთან, შეისწავლოთ მათი საჭიროებები და ჩვენამდე მოიტანოთ ყველა ის მოთხოვნა, პრობლემა, რაც, თქვენი სოფლის მცხოვრებლებს აწუხებთ, რადგან აქედან გამომდინარე დაიგეგმება, ჩვენი მუნიციპალიტეტის, მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები”-აღნიშნა მერმა, გია ონიანმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე.