სასწრაფოს მორიგე ჯგუფი სოფელ ჟახუნდერში განთავსდა

✅სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველეზე, მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ლაშხეთის, ჩოლურისა და ცანა-ზესხოს თემს სრულყოფილად აღჭურვილი სასწრაფო ჯგუფი მოემსახურება. რომელიც სოფელ ჟახუნდერში იმორიგევებს და მოსახლეობისათვის მისამართზე უმოკლეს ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.
✅სასწრაფოს მორიგე ჯგუფი განთავსდა სოფელ ჟახუნდრის ამბულატორიის შენობაში.
✅სიტუაციას ადგილზე გაეცნო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალის მენეჯერი ანა ლიპარტელიანი.
✅,,ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, ლენტეხის მერიის ინიციატივით და გადადუდებელი დახმარების ცენტრის თანადგომით გადაწყდა, რომ სოფლის მოსახლეობას სრულად აღჭურვილი სასწრაფო-სამედიცინო Ჯგუგი მოემსახურება და ამასთანავე, ოჯახის ექიმები მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ ამბულატორიულ დახმარებას.’’-განაცხადა მერის პირველმა მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა.