მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილესთან ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანი-ის’’ წარმომადგენლებს და შემსრულებლებს შეხვდა.
დეტალურად განიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმსჯელეს პროექტებზე არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროექტებზე ტექნიკურ უსაფრთხოების, ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამ მიზნით მოხდება პროექტების ყოველდღიური მონიტორინგი.