ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიმდინარე წლის 3 მაისს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ლენტეხის მუნიციპალიტეტს შორის.
მემორანდუმის ხელისმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას.
პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.

იხილეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა 2023-2025 წლებისთვის:

Lentekhi_Municipal-Action-Plan_USAID Local Governance Program

 

Lentekhi_Municipal-Action-Plan_USAID Local Governance Program