სოფ.მამის მოსახლეობასთან შეხვედრა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი-გია ონიანი და მერის მოადგილე-ზვიად ლობჟანიძე ჩოლურის თემის, სოფ.მამის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრის ძირითადი მიზანია მომავალი წლის პრიორიტეტები (ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) დაიგეგმოს მოსახლეობის ჩართულობით და რაც მთავარია მათ საჭიროებებზე იყოს მორგებული.
მიმდინარე წელს ჩოლურის თემში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1278745 ლარი გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანი და ეფექტური განხორციელება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ, მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.