ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ზედამხედველობის სამასხურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი ლაშხეთის თემის სოფლებში სასაშსა და ჟახუნდერში მიმდინარე სკვერების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
სოფელ სასაშში მიმდინარეობს აფხაზეთის ომის გმირის, ემზარ ონიანის სახელობის სკვერის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში ეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის ღობეები, კედლები, კიბეები, პანდუსები. გრანიტის ბორდიურები, საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, გრანიტის ქვის დეკორატიული ღობე, ფანჩატური, მოსასვენებელი მაგიდა-სკამებით, სანათები.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ბიელი’’, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 334,431 ლარია.
ასევე, სოფელ ჟახუნდერში მიმდინარეობს შინდისის გმირის ალეკო ონიანის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ლითონის დეკორატიული მოაჯირი ღობის ქვის კედელზე, ბუნებრივი ქვით ტერასების, საფეხურების მოწყობა, ადგილობრივი ბუნებრივი ქვისგან დამზადდება მონუმენტი, მოსასვენებელი მაგიდა-სკამებით, მოეწყობა გაზონი, სანათები. საქართველოს ეროვნული დროშა განთავსდება ლითონის დგარზე.