ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre ლენტეხში სალოᲢბარო სკოლების გაცვლით სამდღიან პროექტს ახორციელებს.
1, 2 და 3 ივნისს ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საჩხერისა და გორის სალოტბარო სკოლების და ალვანის „ფოლკლორის სახლის“ ბავშვებს უმასპინძლებს.
სვანი, იმერელი, თუში და ქართლელი ბავშვები 1 ივნისს – ბავშვთა საერთაშორისო დღეს – ერთად აღნიშნავენ!
სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.