საკრებულოს სხდომა
დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი. სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე.
1. სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე;
2. მიეცა თანხმობა მერს წინადადებაზე – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (Lentekhi Local Action Group) დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე;
3. მოწონებულ იქნა პროექტები:
1. ,,მდინარე ლასკადურაზე მჟავე წყლის ხიდის და ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტის მოწონების თაობაზე“;
2. ,,სოფელ სასაში ნაკიჩხულაშის უბანში გზის რეაბილიტაციის მოწყობის პროექტის მოწონების თაობაზე“;
3. ,,სოფელ რცხუმელურში სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტის მოწონების თაობაზე“.