სამუშაო თათბირი მერიაში
✅რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულოს მოადგილემ-ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა – გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი გაზდელიანმა, მორიგი სამუშაო თათბირი გამართეს, რომელსაც მერის მოადგილეები, მერიის სამსახურის უფროსები და ა(ა)-იპ ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
✅განიხილეს მიმდინარე საკითხები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული გამოწვევები და მათ გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
✅სამუშაო შეხვედრაზე, გაჟღერდა ინფორმაცია უახლოეს პერიოდში, ახალი ტრაქტორისა და ორი საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსის)შეძენის თაობაზე, რომელიც მოემსახურება როგორც დაბას, ისე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელს.
✅გუბერნატორის მოადგილემ, ისაუბრა სიახლეებზე, ინიციატივებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე, რომელთა გადაწყვეტაზე ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.