საზოგადოებრივი ტრანპორტი ფუნქციონირებას იწყებს.

22 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჩუქრად გადმოცემული საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები) ფუნქციონირებას დაიწყებს შემდეგი მიმართულებით:
1. ორშაბათს და პარასკევს: ლაშხეთი-ჩოლური- ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი გამოვა სოფელ მელედან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს გავა 18:00 საათზე ლენტეხი- მელეს მიმართულებით.
2. ორშაბათს და ხუთშაბათს: ხელედი-ლენტეხი. დილის 08:30 საათიდან ხელედიდან ლენტეხის მიმართულებით, ხოლო საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი- ხელედის მიმართულებით.
3. სამსაბათს და პარასკევს: ცაგერი-ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი მოემსახურება მოქალაქეებს ცაგერიდან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი ცაგერის მიმართულებით.
22 აპრილიდან 13 მაისამდე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.