ახალგაზრდებთან შეხვედრები გრძელდება!

????‍????ახალგაზრდებთან შეხვედრები გრძელდება!
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობის საქმიანობაში ახალაგაზრდობის ჩართულობა და მათი როლის გაზრდაა.
✅ამ მიზნით, ამჯერად, გია ონიანი ჩიხარეშის, ჟახუნდერისა და თეკალის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
✅შეხვედრაზე, მოსწავლეებს გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები.
✅ძირითადად საუბარი იყო გაცვლით პროგრამებზე, სვანეთის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე, სპორტზე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე, ინფორმაცია მიაწოდა ყორულდაშში მიმდინარე სამთო-სათხილამურო ბანაკის მშენებლობაზე, რომელიც მომავალში ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება ტურიზმის განვითარებაში.
✅საუბარი ასევე, შეეხო Სურვილის შემთხვევაში მოზარდებისთვის სვანური ენის შემსწავლელი კურსების შემოღებას, Რომელიც სულ მალე დაიწყება.
✅ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები და საჭიროებები გააცნეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამომავლო პროფესიების არჩევანზეც ისაუბრეს.
✅ამგვარი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების გაცნობასა და ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში.