სააღდგომო საჩუქრები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით უკიდურესად შეჭირვებულ, სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს, სასაჩუქრე პაკეტები დაურიგდათ.
აღდგომის დღესასწაულის მისალოცად ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი სოციალურ სამსახურთან და თემის რწმუნებულთან ერთად მივიდა და ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა.