ლენტეხ-ხელედის საავტომობილო გზის სამუშაოები

? ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ლენტეხი-ხელედის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები, რომლის დასრულებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ხელედის მოსახლეობისათვის.
? ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,აპიას’’ ხელმძღვანელი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად ხელედის მოსახლეობას შეხვდა.
?შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ხელედის საავტომობილო გზის მობეტონების სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
?პროექტის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დასრულება დეკემბრის თვეშია გათვალისწინებული. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება შეადგენს 4 944 699ლარს.