მკლავჭიდის სასკოლო მუნიციპალური ტურნირი
20 მაისს, ლენტეხში, ახლადრეაბილიტირებული მჟავე წყლის ტერიტორიაზე ჩატარდა პარამკლავჭიდში ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის თენგიზ გაზდელიანის სახელობის მკლავჭიდის სასკოლო მუნიციპალური ტურნირი.
შეჯიბრების დაწყებამდე, მწვრთნელმა ელდარ ქურასბედიანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ტურნირის ორგანიზატორი და მთავარი მსაჯი, მსოფლიო ექვსგზის ჩემპიონი თენგიზ გაზდელიანი.
აზარტულმა და სანახაობრივად საინტერესო შერკინებებმა მოსწავლე ახალგაზრდებში მსგავსი ტურნირების ტრადიციად ქცევის სურვილი გამოიწვია.
შეჯიბრი ჩატარდა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის და ა(ა) იპ. ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრის მკლავჭიდის სექციის ორგანიზებით.
ფინალისტები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებით და მედლებით.