დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან და პირველ მოადგილე მარადი ლიპარტელიანთან ერთად, მერიის თანამშრომლებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა.
აღნიშნული თანამდებობა ზვიადი ლობჟანიძემ დაიკავა.
2007-2010 წლებში ზვიად ლობჟანიძემ დაამთავრა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, ხოლო 2010 წელს სწავლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში-საგადასახადო და საბაჟო ფაკულტეტი.
ზვიად ლობჟანიძეს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
თავის მხრივ, ზვიად ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა მერს ნდობისთვის და ყველა თანამშრომელს გულთბილი დახვედრისთვის. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემი კუთხის წინსვლისა და განვითარებისთვის.