მელურა-გულიდის გზა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზების მოხრეშვა-მობეტონების სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში მელურა-გულიდის მიმართულებით 400 მეტრიანი გზის მობეტონების სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
სამუშაოს ასრულებს შპს ,,გიაკონტრაქშენი’’,. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 149731 ლარია და ის რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.