,,ლენტეხობა-2022” გალა კონცერტით დასრულდა
თენგიზ გაზდელიანის სახელობის, ლენტეხის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც დღესასწაულის მთავარი ლოკაცია იყო, გუშინ სახალხო დღესასწაული ,,ლენტეხობა-2022’’ გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა-ქართული ესტრადის ვარსკვლავების, სიმღერისა და შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს მიენიჭათ ლენტეხის საპატიო მოქალაქის ტიტული.
დღესასწაულს კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, მასმედია, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების პირველ ნაწილს მამუკა ლიპარტელიანი, ხოლო გალა-კონცერტს პოეტი ირმა ქურასბედიანს უძღვებოდა.
მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ტრადიციული სვანური კერძები.
ეს დღე არის უდიდესი სიყვარული ტრადიციებისა და წლევანდელი ,,ლენტეხობის’’ დღესასწაული, იმითაცაა გამორჩეული, რომ მან კარგად წარმოაჩინა ჩვენი კუთხის ტრადიცია, მის ისტორია, მასპინძლობის საოცარი კულტურა და ხელგაშლილობა.
,,ლენტეხობის’’ ღონისძიება ჩვენი კუთხის საამაყო პიროვნების, მეცენატისა და ქველმოქმედის გოგი ლიპარტელიანის გვერდში დგომითა და ფინანსური დახმარებით ჩატარდა.