ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია-‘’ს წარმომადგენლებს, მეწარმეებსა და შემსრულებლებს შეხვდნენ.
კომპანიის მოვალეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობა.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. იმსჯელეს პროექტებზე არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.
ყველა კონტრაქტორს მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები პროექტების მაქსიმალურად შეუფერხებლად განხორციელებისათვის.