ლენტეხის მუნიციპალიტეტის გადაუდებელი დახმარების ცენტრს რეანიმობილი გადაეცა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საჩუქრად რეანომობილი გადაეცა.
ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი, მაღალი გამავლობის რეანომობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტს ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
რეანომობილი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად და საგანგებო სიტუაციების დროს, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალით, გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.
აღნიშნულ ღონისძიებას სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ტორუა, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდლიანი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალის მენეჯერი ანა ლიპარტელიანი და სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.