ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

,,ლენტეხის დათვები”

ლენტეხს, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის წრმუნებულ-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი გია კობახიძე და საქართველოს რეგიონების განვითარების სამსახურების უფროსი გაიოზ მონიავა სტუმრობდნენ.

სტუმრებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად სარაგბო სტადიონი დაათვალიერეს, შეაფასეს სტადიონზე არსებული მდგომარეობა და მათი რეაბილიტაციისათვის შესაბამისი გეგმა დასახეს. როგორც მონიავამ განაცხადა, სარაგბო კავშირი შეეცდება შესაბამისი სტანდარტებით მოაწყოს  მოედანი, რაც მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს უმასპინძლოს სხვადასხვა ფესტივალებს.

ლენტეხის ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრთან არსებული სარაგბო სექცია  ,,ლენტეხის დათვებმა’’ სულ რამოდენიმე თვეა განაახლა მუშაობა, თუმცა მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე მოიპოვეს პოპულარობა და, როგორც მწვრთნელმა გელა ფირცხალავამ განაცხადა, ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში ჩვენი ბიჭები რესპუბლიკის მასშტაბითაც გვასახელებენ.