ილია ჭავჭავაძის საღამო
ილია ჭავჭავაძე-ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
ილია ჭავჭავაძის 185-ე საიუბილეო თარიღს მიეძღვა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიება.
ღონისძიება გახსნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მართა ლიპარტელიანმა. პატარებმა წაიკითხეს ილიას ლექსები, ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ასევე შეასრულეს მუნიკალური ნომრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.