ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ვაქცინაცია

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში 11 მაისს დაიწყო.

დღეის მდგომარეობით აცრილია 98 მოქალაქე.

დღეს ჩინური ,,სინოფორმის’’ ვაქცინით გუბერნატორის მოადგილე თემურ ჩანქსელიანი, ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი, მერის მოადგილე რამაზ ქურასბედიანი და მერის თანაშემწე თორნიკე გასვიანი აიცრნენ.

ვაქცინაციისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ვებ-გვერდზე  booking.moh.gov.ge, ასევე  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე-15 22. საქართველოს მოქალაქეს ვაქცინაცია შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ბინადრობის რეგისტრაციის მიუხედავად.

თუ მოქალაქე თავად ვერ ახერხებს პორტალზე რეგისტრაციას დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს უბნის ექიმს, მერიის წარმომადგენელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საავადმყოფოს.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.