დედაენის დღე
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას, უამრავ დაბრკოლება გამოვლილი ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც. ეს არის ის რასაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთილხება და სიყვარული.
1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა – როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, უყოყმანოდ დაუპირისპირდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
ეს დღე იყო დასტური იმისა, რამდენად ძლიერი იყო ჩვენს ერში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული თვითშეგნება. ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დათმობდა თავის უმთავრეს ღირებულებებს.
ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, დავიცვათ ენის სიწმინდე და ასე შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სრულიად საქართველოს დედაენის დღეს.