ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სამ სოფელში დილიდან მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.
უხვი ნალექის შედეგად სოფელ ლუჯიში საავტომობილო გზაზე მიწის მასა და ხე მასალა ჩამოიშალა.
ასევე, სოფლებში მამსა და საყდრაში ადიდებულმა ღელემ დროებით შეაფერხა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.
ამჟამად ყველა მიმართულებით გზა გაწმენდილია.
გზების გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი.