დაბა ლენტეხში, აღმაშენებლის ქუჩაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც დამონტაჟდება 25 გარე განათების ბოძი დიოდური სანათებით.
სამუშაოებს შ.პ.ს ,,ნიუსთაილი’’ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 109 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები დაბის რწმუნებულმა ლაშა ონიანმა და დეპუტატმა ირაკლი ქურასბედიანმა მოინახულეს.