ამაყი და მომღიმარი 13 კურსდამთავრებული, დღეს, გამოემშვიდობა მშობლიურ სკოლას-ცოდნის ტაძარს.
ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და დამოუკიდებელი ნაბიჯები, მოსწავლეებს მერის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანმა, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ქარდავამ, სკოლის დირექტორმა, ნატო ჯანხოთელმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ძვირფასო ბავშვებო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ ბედნიერ მომავალს და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.