ბეტონის გზა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
სოფელ ლეკოსანდში მიმდინარეობს გზის მობეტონების სამუშაოები.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია შიდა საავტომობილო გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა.
სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
სოფ. ლეკოსანდის გზის მობეტონების და სოფ. ლემზაგორის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულება 115, 000 ლარია.
შემსრულებელი კომპანია შპს ,,ტორნადო’’.
სამუშაოს დასრულების ვადა 2021 წლის 4 ოქტომბერი.