ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციის პროგრამა წელსაც აქტიურად გრძელდება.??
✅ამჟამად, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფ. საყდრის სკოლამდელ დაწესებულებას.
✅სარემონტო სამუშაოების შედეგად მოხდა კარ-ფანჯრების გამოცვლა, მოეწყო ახალი იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, გაკეთდა ახალი სამზარეულო და საპირფარეშო.
✅ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამოიწვევს პედაგოგებისა და აღსაზრდელების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
✅სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსდა 27 418 ლარით. სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ,,ვიტორიამ’’.