ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ბაღის გამოსაშვები ზეიმი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო-ბაგა ბაღში სასკოლო ასაკის აღსაზრდელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

საზეიმოდ მორთულ დარბაზში პატარები  ლექსებით, სიმღერებით და საცეკვაო ნომრებით იწონებდნენ თავს.  ზეიმის დასასრულს თითოეულმა მათგანმა მადლობა გადაუხადა აღმზრდელებს და ბაღს გამოემშვიდობნენ..

საბავშვო ბაღში გამოსაშვები ზეიმი ბავშვებისთვის საინტერესო და სერიოზული მოვლენაა. წინ არის სკოლის ცხოვრება თავისი სიხარულით, დიდი და მცირე მიღწევებით, ახალი საინტერესო აღმოჩენებით.   საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება არის ბავშვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მომავალ თაობას!

საბავშვო ბაღში გამოსაშვები ზეიმი რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა.