
მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება , ფოლკლორული ანსამბლების, მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლების და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით. (ჯგუფი ,,გორდელა” , მერაბ ვარდოსანიძე და მანუჩარ კიკნაველიძე.)

დღესასწაულის ფარგლებში, თენგიზ გაზდელიანის სახელობის მოედანზე, ყველა ტერიტორიული ერთეულიდან მოიყარა ხალხმა თავი. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო, რომელიც ლენტეხობის განუყოფელი ნაწილია .აქ გამოფენილი კუბდარი, სვანური მარილი, ლორი, ყველი და სხვა უნიკალური კერძები, სტუმრებს კუთხის კულტურულ მრავალფეროვნებას აცნობს.

ჩატარდა მუნიციპალიტეტის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, მუნიციპალიტეტის წინაშე გამოჩენილი არაერთი მხარდაჭერისათვის, 2024 წლის საპატიო ლენტეხელის წოდება და ტრადიციული ჯილდო გადაეცათ:

თეა წულუკიანს (ყოფილ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს)

სოლომონ პავლიაშვილს (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს),

გოჩა ენუქიძეს (რაჭა- ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს),

პაპუნა მარგველიძეს (რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს) ,

მიშა ქურასბედიანს (ნეიროქირურგს),

გია გაზდელიანს (სამბოს ფედერაციის პრეზიდენტს),

ვარლამ ლიპარტელიანს (ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორს ძიუდოში).