ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა სოფელ გულიდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
სოფელ გულიდაში მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს წყალშემკრები კაპტაჟის, რეზერვუარისა და წყალსადენის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებს.
სამუშაოებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,საგზაო 333’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 41, 000 ლარია.
ასევე, მიმდინარეობს სოფელ გულიდამდე მისასვლელი გზის მობეტონებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს ,,მეკა’’ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 200,000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.