საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით ქალაქ ურეკში ტრადიციული ყოველწლიური საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი ,, კავკასია 2024 „ ჩატარდა.
ფესტივალზე მიწვეული იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სვანეთის შვილები’’ იურა ბენდელიანის ხელმძღვანელობით.
მოცეკვავეებმა ქართული ტრადიციული ცეკვებით , შთამბეჭდავი და დაუვიწყარი სანახაობა აჩვენეს სცენაზე. მათ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ჩვენი რეგიონის კულტურულ-ესთეტიკური სახე.
,,სვანეთის შვილებს’’ საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურიატის წოდება მიანიჭეს და გალა კონცერტის დასასრულს ფესტივალის ორგანიზატორებმა მოცეკვავეებს დიპლომები, სიგელები და სამახსივრო საჩუქრები გადასცეს.