ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის სამუშაო თათბირი, მუნიციპალიტეტში მომუშავე მეწარმეებთან, შემსრულებლებთან და საზედამხედველო კომპანია ,,ზაისი და კომპანის’’ წარმომადგენლებთან, მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ცხვედიანი და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი მიმდინარეობისას არსებული გამოწვევები. შესაბამისად, ერთობლივად იმსჯელეს მათი გადაჭრის ეფექტურ გზებზე.
შემსრულებლებს მიეცათ მითითება პროექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, შესასრულებელი სამუშაოების ხარისხზე, ხოლო ვადებზე დაიცვან კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა. ამ მიზნით, სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.