დაბა ლენტეხში,ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის მოედანზე, სპორტის დამსახურებული ოსტატის, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონის ქართულ ჭიდაობაში,გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ღია ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში ,ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი ჭიდაობის სექციის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
გერასიმე ქურასბედიანის სახელობის თასი, გარდაცვლილის შვილიშვილმა, მძიმე წონაში გამარჯვებულ ნიკოლოზ ლიპარტელიანს გადასცა. ხოლო ტექნიკური მოჭიდავის თასი წილად ხვდა ნანუკა ონიანს. სხვა კატეგორიებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.



