განახლებული რეგიონები

??საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონების’’ ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასრულდა თამარ მეფის ქუჩის მარჯვენა მხარის რეაბილიტაცია.
??განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.
??4-წლიანი პროგრამა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.