დღეს, 2026 წლის 3 ნოემბერს, ჩატარდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას უძღვებოდა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი ცირა ლიპარტელიანი. სხდომაზე მოვისმინეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პირის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ანგარიში მიმდინარე წლის 9(ცხრა) თვეში გაწეული მუშაობის შესახებ. კომისიის წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, საკითხი გატანილ იქნას საკრებულოის მორიგ სხდომაზე.
