ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლასკადურზე, მჟავე წყლის ხიდისა და ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოების ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდინარის სანაპირო ზოლის დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილების პირობების შექმნას.





