დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, დავით პირველი უძღვებოდა.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
ცვლილება შევიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის Nგ-97.97261281 განკარგულებაში „2026 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს, ა(ა)იპ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“ (ს/კ 434066128) დაბა ლენტეხში, აღმაშენებლის ქ. №18-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 86 კვ.მ ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.



