ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სკრინინგის აქცია მიმდინარეობს.
სკრინინგის მიმდინარეობას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარეხი ონიანი გაეცნო.
აქციის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გამოკვლევით, მათ შორის, 40-70 წლის ქალბატონები ძუძუს კიბოს სკრინინგით, 25-60 წლის ქალბატონები საშვილოსნოს ყელის სკრინინგით, ხოლო 50-70 წლის მამაკაცები პროსტატის კიბოს სკრინინგით. გარდა ამისა, ლენტეხის ჯანდაცვის ცენტრის მიერ ტარდება სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევაც.
მსგავსი სკრინინგის აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, უფასოდ ჩაიტარონ სამედიცინო გამოკვლევები და დროულად მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები.

