დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის №28 დადგენილებაში.
თანხმობა მიეცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, კერძოდ, BOGDANA-ს მარკის ავტობუსების (სახ. ნომრებით YY261CC და YY246CC) საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანის თაობაზე.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების 9 თვის ანგარიშები: არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ასევე ცვლილება შევიდა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებასა და „2026 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის გ-97.97261281 განკარგულებაში





