დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხუტა მუკბანიანი უძღვებოდა.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15 იანვრის N2 დადგენილებაში.
ასევე, მიიღეს განკარგულება ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე), სავაჭრო ხის ჯიხურების ადგილას არსებული პროექტის შესაბამისად ახალი შენობების მშენებლობის თაობაზე.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების, ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრისა და ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ მიმდინარე წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიშები.
გარდა ამისა, ცვლილება შევიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის Nგ-97.97261281 განკარგულებაში — „2026 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
ასევე მიიღეს განკარგულება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პენსიონერების გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 12,900 ლარის გამოყოფის თაობაზე.

