ლენტეხის სპორტულ სკოლებს ახალი სპორტული ინვენტარი გადაეცა.
ლენტეხის სპორტული სკოლების გაერთიანებას საჭირო სპორტული ინვენტარი ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა გადასცა.
სპორტული ინვენტარი ლენტეხის მუნიციპალიტეტს საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ძალოსანთა ფედერაციის მხარდაჭერით გადაეცა.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და ტიტულოვანი სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი ესწრებოდნენ.
სპორტული სკოლების აღჭურვის საჭიროება ლენტეხელმა ახალგაზრდებმა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების ფარგლებში დააყენეს.
ვარლამ ლიპარტელიანმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სპორტში წარმატების მიღწევისთვის განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„თქვენი სპორტული წარმატებებით ყველაზე დიდი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ — ასახელოთ საქართველო. კარგად ისწავლეთ, ივარჯიშეთ და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ეცადეთ“, — განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ახალი ინვენტარი მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, გაუმჯობესებულ პირობებში ივარჯიშონ და სპორტული წარმატებისთვის მოემზადონ.




