ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის პირველ მოადგილესთან მარადი ლიპარტელიანთან ერთად სახალხო დღესასასწაულ ,,ლენტეხობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო.
დღეს, 15:00 საათზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დაბა ლენტეხში, თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, სახალხო დღესასწაული „ლენტეხობა 2026“ გაიმართება.
დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება და მაყურებლის წინაშე ჯგუფი ’’სადარი’’ წარსდგება.
ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.


