ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადვილე ირაკლი ქურასბედიანთან ერთად სოფელ ლუჯიში მინი სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სრულად მოეწყო მინი სტადიონის სპორტული ინფრასტრუქტურა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 37 375 ლარი შეადგინა და პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან დაფინანსდა.
რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლოს თანამედროვე და მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით. მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ისე კალათბურთის მოყვარულთათვის.

