7 სექტემბერს, 18:00 საათზე, ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრში, ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო „იალონი მთაში შემოდგომის ფერებით“ გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება, სადაც მსმენელის წინაშე ანსამბლი „იალონი“ წარდგება.
დასწრება თავისუფალია.
