სოფელ ახალშენში „მაშენას“ სახელობის ტაძარი გაიხსნა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში „მაშენას“ სახელობის ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა.
ახლად აღდგენილ და რეაბილიტირებულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა მამა გიორგიმ აღავლინა.
წირვას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი ესწრებოდნენ.
„მაშენას“ სახელობის ტაძარი სოფელ ახალშენის მკვიდრის, ლევან ნემსაძის, ინიციატივითა და ძალისხმევით სრულად აღდგა და რეაბილიტირდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალშენსა და სრულიად ლენტეხის მუნიციპალიტეტს ტაძრის გახსნას ულოცავს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.




