დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და ჩიპირების (იდენტიფიკაციის) პროგრამა.
პროგრამას ახორციელებს Mayhew Georgia სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) თანამშრომლობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
ქირურგიულ პროცედურებს საერთაშორისო სტანდარტებისა და ვეტერინარული გაიდლაინების სრული დაცვით ატარებს გამოცდილი ვეტერინარების გუნდი.
მისამართი: ლენტეხი, ახალგაზრდობის ქუჩა №4, გურამ გუგავას სახელობის სპორტდარბაზი.
მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აქცია ხვალაც გაგრძელდება.




