ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ვეტერან მეომართა ორგანიზაციის – „ვეტერანები მშვიდობისთვის“ მხარდაჭერით, ლენტეხში მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლენტეხის ფილიალში პროცესის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი გაეცნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ექიმებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მსგავსი სახის პროგრამები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს მალხაზ კაციაშვილის კლინიკის ექიმებმა და მოწვეულმა თურქმა მედიკოსმა.


