ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი, მედიკო ხვისტანი, ორგანიზაცია Lite Georgia-ს მიერ სვანური ენის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებას „ბანაკის დღეები“ დაესწრო.
ღონისძიება ლენტეხში, მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და ახალგაზრდების, მასწავლებლებისა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობას მოიცავდა.
პროექტის მიზანი სვანური ენის მნიშვნელობის წარმოჩენა, მისი პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების ხელშეწყობა იყო.
ინიციატივის ფარგლებში ლენტეხის საჯარო სკოლებში ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს სვანური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ.
მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული და ადგილობრივი კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში მშობლიური ენის მიმართ ინტერესის გაღრმავებაში.



