დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ლენტეხის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში, ასევე ჟახუნდერის საჯარო სკოლაში.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს. ასევე, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებსა და მშობლებს ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის
.




